logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: კარგი ამბავი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვაცხადოთ
- +

17 მარტი. 2018. 17:25



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, კარგი ამბავი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოაცხადონ.


„სადაცაა აფრინში შევალთ. ეს კარგი ამბავი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვაცხადოთ",- აცხადებს ერდოღანი.


მისი თქმით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 3569 ტერორისტია ლიკვიდირებული.


ქალაქ აფრინს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას შემოარტყეს ალყა.


სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა და არტილერიამ წუხელ ქალაქი დაბომბეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner