logo_geo
eng_logo
რუსეთში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
- +

17 მარტი. 2018. 20:39



რუსეთში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. კენჭისყრა რუსეთის ყველა რეგიონში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება.


პრეზიდენტის პოსტისთვის 8 კანდიდატი იბრძვის: სერგეი ბაბურინი („რუსეთის საერთო-სახალხო კავშირი"), პაველ გრუდინინი („კომუნისტური პარტია"), ვლადიმირ ჟირინოვსკი („ლიბერალ-დემოკრატიული პარტია"), მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ქსენია სობჩაკი („სამოქალაქო ინიციატივა"), მაქსიმ სურაიკინი („რუსეთის კომუნისტები"), ბორის ტიტოვი („ზრდის პარტია") და გრიგორი იავლინსკი („იაბლოკო").


არჩევნების შედეგების გამოცხადების ბოლო ვადა 29 მარტია, გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, რომელიც ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს.


თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, 8 აპრილს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.


საარჩევნო უბნები ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და ყირიმშიც გაიხსნება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner