logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

27 აპრილი. 2016. 20:10



საქართველოს რეგიონული როლსა და  „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენელებთან გამართულ შეხვედრაზე. პოლსონის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ჰენრი პოლსონმა გიორგი კვირიკაშვილს ჩიკაგოს ისტორიული კლუბის შენობაში უმასპინძლა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა „აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობას მასში მონაწილე ქვეყნებისთვის და ითქვა, რომ ეს ეკონომიკური ინიციატივა ბევრ ახალ შესაძლებლობას უქმნის ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობენ.


განიხილეს საქართველოს რეგიონული როლი და  მისი სატრანზიტო პოტენციალი. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყანებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონში არის პირველი, რომელმაც წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.


საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალსა და პერსპექტივებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner