logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე პრემიერის მიმართვაზე: ოპონენტები არაკვალიფიციურ დასკვნებს აკეთებენ!
- +

17 მარტი. 2018. 22:10



საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, იმ განცხადებაზე ისაუბრა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 მარტს ოფიციალურ მოსკოვს მიმართა. აბაშიძემ, მიმართვასთან დაკავშირებით, ოპონენტების შეფასებებს არაკომპეტენტური უწოდა.


„ჩვენი ოპონენტები ამ თემაზე საუბრისას მთავარ მომენტს გვერდს უვლიან; რატომ გააკეთა პრემიერმა ეს განცხადება. ჩვენ ავამოქმედეთ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ბერკეტი იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის გადაეცათ და ჩვენი მოქალაქეები გაეთავისუფლებინათ. ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

ჩვენ ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ეკრანზე არ ჩანს, გვეკითხებოდა, რატომ არ მივმართავდით თავად რუსეთს, როდესაც ყველა საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდეთ ამაზე ინფორმაცია. ამ კითხვაში, თავისთავად, არსებობს ლოგიკა.

 

ამიტომაც, პრემიერმა ეს ნაბიჯი გადადგა. მიმართვას მოჰყვა ნაწილობრივი შედეგი; გაათავისუფლეს ჩვენი ორი მოქალაქე.

 

ალბათ მან ისიც იცოდა, რომ ამ მიმართვას კრიტიკა მოჰყვებოდა.

 

როგორც ჩანს, მიმართვასთან დაკავშირებით, ჩვენმა ოპონენტებმა ნაჩქარევად, ემოციებზე ააგეს საკუთარი შეფასებები. ისინი ამ აჩქარებული შეფასებების გამო, აკეთებენ არაკვალიფიციურ დასკვნებს",- თქვა აბაშიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner