logo_geo
eng_logo
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო
- +

18 მარტი. 2018. 01:16



რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. პირველი საარჩევნო უბნები ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში, კამჩატკის მხარეში გაიხსნა. კენჭისყრა 08:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება.


სულ რუსეთის ტერიტორიაზე 97 ათასი უბანი გაიხსნება. 400 უბანი საზღვარგარეთ მოქმედებს.


წელს პირველად რუსეთში ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით შეუძლიათ. ამ წესის მიხედვით ხმას 5,5 მილიონი მოქალაქე მისცემს. რუსეთის პრეზიდენტად კენჭს 8 კანდიდატი იყრის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner