გვარამიას კაბინეტში...
- კრიმინალზე რა გვაქვს ახალი?
- არაფერი ისეთი...
- წინა თვის მკვლელობა გაამეორეთ, თარიღს ნუ მიუთითებთ, მეტი აღშფოთებული ხალხი ბავშვებს, გარეთ რომ ვერ უშვებენ, ხო. ქურდობაც წაამატეთ რამე... პოლიტიკაში რა ხდება?
- უვიზოს აძლევენ საქართველოს ევროპაში...
- თფუ, მაგათი დედა, როგორ გაგვყიდეს... ვითომ ძაან გვიხარია, ისე გააშუქეთ, აყო მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური ჩაწერეთ ბედნიერი სახეებით და სააკაშვილის დამსახურებად გაასაღეთ. ხო, მაგათ არ უნდათ ინსტრუქტაჟი, იციან, რა თქვან, ის სირგო რატიანი იმდენად ქლიავია, თუ არ გააფრთხილე, შეიძლება ამათი დამსახურებაცააო, თქვას...
- ეკონომიკაში გვაქ მძიმედ საქმე... ქადაგიძის წასვლა და ამ დედარღნიანმა ლარმა გამყარება დაიწყო...
- გოცირიძე... გოცირიძე ვერ ქაჩავს?
- რაღაც აბადაუბდას აბამს, მარა დამაჯერებლობა აკლია...
- მეტი აბადაუბდაა საჭირო, ვინმე ენჯეოშნიკები წაამატეთ, სასურველია, სათვალიანი ტიპები, ჭკვიანების შთაბეჭდილებას რომ ტოვებდნენ და ქადაგის ძალისხმევად გაასაღეთ... ოდესიდან არის ახალი რამე?
- კი, რაღაცას ბჟუტურებს, გახეულ კაიფშია...
- გ...კა რა საქმე, თან დამონტაჟებასაც რომ ექვემდებარება, ეგ ჩემისა... სპორტში რა ხდება?
- მოჭიდავეებმა ევროპა მოიგეს...
- ეგ არ გვინდა, ვიღაც სპორტსმენი ყოფილა ავად და იმის ოპერაციაზე გაამახვილეთ ყურადღება, სახელმწიფო არ უფინანსებს, ყურადღებას არა აქცევს და ეგეთები... ამინდი?
- ხვალ მაგრა ცივა, მინუს 3-5 გრადუსია თან 10 -15 მეტრი წამში ქარი...
- ყინვას 5-7 გრადუსი დაუმატეთ, ქარს 20 - 25 მეტრი და ისე გაუშვით... მეტი ნევროზი, მეტი ნეგატივი, მეტი უბედურება... ღმერთო, ნუ გამოგვილევ დაქლიავებულ მაყურებელს!
ავტორი მალხაზ თოფურია