„უახლოეს მომავალში კიდევ 2 ბიზნესმენის მკვლელობას ვხედავ", - ამის შესახებ წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. წინასწარმეტყველმა მათი სახელები და გვარები იცის, თუმცა დასახელებისგან თავს იკავებს.
„ისინი ცნობილები და წარმატებულები არიან. მე მათი სახელებიც ვიცი და ყველაფერი, მაგრამ ამას საჯაროდ არ ვამბობ. როდესაც ვინმეს სიკვდილს ვხედავ, მე მათ ჩემი ენერგიით ვიცავ, მაგრამ ზოგი რამ გარდაუვალია..." - აცხადებს კაკულია.