ამ ეტაპზე გუდაურის ყველა სათხილამურო ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
„ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის უფროსი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და ა.შ. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ყველა ადამიანმა გავინაწილეთ სასტუმროები, რომლებიც აქტიურად არის დატვირთული ამ ეტაპზე. ტურისტები რჩებიან ადგილზე. მათი ვიზიტი გრძელდება. ამ დროისთვის ღამის სრიალი ყველა საბაგიროზე, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, გარდა იმ ერთისა, სადაც დღეს ეს უბედურება მოხდა", - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.