logo_geo
eng_logo
„მომავალ წელსაც ჩამოვალ!' - რუსი ტურისტის შემდეგ მიმართვას უკრაინელი ტურისტიც ავრცელებს!
- +

18 მარტი. 2018. 03:53


 


უკრაინული სამაუწყებლო მედიაკომპანიის წამყვანი ტანია გონცაროვა გუდაურის ინციდენტთან დაკავშირებით წერს:

 

„ისევ გუდაურზე. მოსვენებას არ მაძლევს ეს სიტუაცია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ თავს ვაძლევთ უფლებას, მომხდარი ისე შევაფასოთ, რომ არც წარმოდგენა გვაქვს და არც გამოცდილება საბაგიროს წარმომავლობაზე ან მის მის მუშაობაზე.

 

ამავე სერიიდანაა კომენტარები CNN -ის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, ამ კომენტარებში ზოგიერთი ასეთ რამეებს წერს:  „ეს ატლანტასთან ახლოსაა?", „ტრამპი არ ზრუნავს ქვეყანაზე!" „რესპუბლიკელების" ბრალია", „ეს საბჭოთა კავშირია - საქართველო საბჭოთა რესპუბლიკაა" „რომელი საბჭოთა"? „ისწავლეთ გეოგრაფია „ „ო, მაი გოდ" - აი ესაა ჩვენი განათლება ..."

 

ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომლის ნაწილიც პუტინის მიერ არის ოკუპირებული, ტრამპი აქ არაფერ შუაშია. ელექტროენერგია გაითიშა. საბაგირო ჯერ გაჩერდა, შემდეგ კი საწინააღმდეგო მიმართულებით გადაქანდა. რატომ არ გათიშეს „ტრუმბლერი?" - ეს ის კითხვაა, რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგონებთ. ქართველებმა ჩართეს ერთი მუხრუჭი, მერე კიდევ სათადარიგოც, მაგრამ ვერ შეძლეს ხალხის შეკავება. უნდა ამუშავებულიყო მუხრუჭი, რომელიც მოძრაობას აჩერებს. როგორც ჩანს, ის მწყობრიდან გამოვიდა, ალბათ, იმის გამო, რომ საბაგირო მაქსიმალურად იყო გადატვირთული და მგზავრთა სიმძიმემ მწყობრიდან გამოიყვანა.

 

მნიშვნელოვანია! - „მთვრალი ქართველების" ვერსია აქ ვერ იმუშავებს. გუდაურში ეს მკაცრად მოწმდება.

 

მაშველები შემთხვევის ადგილზე 8 წუთში მოვიდნენ, მე ამას ქართველების გამართლების მიზნით არ ვამბობ, უბრალოდ, იმ 100 წყაროს ვაერთიანებ, რომელიც წავიკითხე ან მოვისმინე. ასევე, კარგად მაქვს შეგნებული მომხდარში ნაციონალური ელემენტების ძიების მთელი აბსურდულობა.

 

საბაგიროს მწარმოებელთა შორის სახელდებიან იაპონელები, გერმანელები, ავსტრიელები. კონკრეტულად გუდაურში, საბაგირო Doppelmayr Russia-მ დაამონტაჟა, რომელიც ავსტრიულ-შვეიცარიული მწარმოებლის შვილობილია. კომპანიის სპეციალისტმა განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა, უამრავი რამ იყოს, მაგრამ მისი თქმით, სავარაუდოდ, მომხდარის მიზეზი მექანიზმის ცვეთაა და დაამატა, რომ „ასეთი ტიპის საბაგიროებზე არის სამუშაო და ავარიული მუხრუჭები. ავარიულზე გადართვისას, სპეციალური ჰიდროძრავი ირთვება. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ყოველთვის ირთვება მუხრუჭების უსაფრთხოების სისტემა - სამუშაოსიც და ავარიულისაც". ჩემთვის ცხადია, რომ სწორედ ეს სისტემა არ ამუშავდა​ თუ ავარიული სამუხრუჭე სისტემა გამართულად მუშაობს, მან საბაგირო უნდა შეაჩეროს მაქსიმალური გადატვირთვისას, ინერციული მოძრაობის დროს. როგორც კი ხალხისგან გათავისუფლდა, საბაგირო გაჩერდა.

ცნობისათვის, კომპანია Doppelmayr-ი გუდაურში 1970-იანი წლებიდან მუშაობს და სწორედ აქ ჩნდება კითხვა: ვის ევალება პასუხისმგებლობა საწეველების მომსახურებაზე? იმედია, ამ კითხვაზე პასუხს კომისიის დასკვნიდან შევიტყობთ, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გადავწყვიტე, მომავალ წელსაც ჩამოვიდე აქ სასრიალოდ", - წერს უკრაინული სამაუწყებლო მედიაკომპანიის წამყვანი - ტანია გონცაროვა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner