logo_geo
eng_logo
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

18 მარტი. 2018. 10:09


დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაიწყო. რუსეთის ტერიტორიაზე 97 ათასი უბანი გაიხსნა. 400 უბანი საზღვარგარეთაა.


წელს პირველად რუსეთში ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით შეუძლიათ. ამ წესის მიხედვით ხმას 5,5 მილიონი მოქალაქე მისცემს.


არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან სახელმწიფოს მთავარი თანამდებობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს" დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, "სამოქალაქო ინიციტივის" კანდიდატი ქსენია სობჩაკი, ზრდის პარტიის ლიდერი ბორის ტიტოვი, "რუსეთის კომუნისტების" ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და "რუსეთის საერთო სახალხო კავშირის" კანდიდატი" სერგეი ბაბურინი.


არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ პუტინის ყველაზე ხმაურიან ოპონენტს.

       

       

right_banner right_banner
არქივი
right_banner