სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება.
კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწარმოებს 28, 29 და 30 აპრილს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.