logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა
- +

18 მარტი. 2018. 13:46



ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა.


„08:00 საათზე რესპუბლიკაში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ყველა საარჩევნო უბანი წინასწარ მომზადებული და მზად იყო ამომრჩევლების მისაღებად", - განაცხადეს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. რუსეთის საელჩოში.


ექვსი საარჩევნო უბანი ცხინვალში, ხოლო დანარჩენი უბნები კი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სხვა რაიონებში მუშაობს.


შეგახსენებთ, რომ რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა რუსეთის ყველა რეგიონში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner