საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს.
„წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი არის სიყვარული. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვცეს სიყვარული და ღვთის წყალობა. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს", - განაცხადა პატრიარქმა და მრევლს მოუწოდა, ეს უკანასკნელი ფრაზა სამგზის გაიმეორონ.