logo_geo
eng_logo
პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, სამგზის გაიმეორონ ფრაზა - „ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს“
- +

18 მარტი. 2018. 13:48

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს.

 

„წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი არის სიყვარული. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვცეს სიყვარული და ღვთის წყალობა. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს", - განაცხადა პატრიარქმა და მრევლს მოუწოდა, ეს უკანასკნელი ფრაზა სამგზის გაიმეორონ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner