logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია
- +

18 მარტი. 2018. 13:58



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია.


ერდოღანის თქმით, ადგილობრივი დროით 08:30 საათის მდგომარეობით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ოპოზიციის დანაყოფებმა ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან გაწმინდეს.


„აფრინის თავზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დროშები ფრიალებს. ახლა აფრინის თავზე თურქეთისა და სირიის გამათავისუფლებელი არმიის დროშები ფრიალებს", - აღნიშნა ერდოღანმა.


ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს, რათა აღმოფხვრას ტერორისტების ქმედებების შედეგები სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და რეგიონის ინფრასტრუქტურა აღადგინოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner