logo_geo
eng_logo
ჟერარ დეპარდიემ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი გააკეთა
- +

18 მარტი. 2018. 15:09



რუსეთის მოქალაქემ და ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი გააკეთა.


ფრანგმა მსახიობმა სასურველ კანდიდატს ხმა პარიზში, საფრანგეთის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა.


„ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთში რუსეთის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი გააკეთა. მოდით არჩევნებზე", - ნათქვამია საფრანგეთში რუსეთის საელჩოს ჩანაწერში.


2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ბრძანების თანახმად, დეპარდიემ რუსეთის პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით თავად მიმართა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner