logo_geo
eng_logo
„მომავალი ექვსი წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინი მეზობლებსა და საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს“
- +

18 მარტი. 2018. 16:52

 

„მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, რომელიც შესაძლოა მისი ბოლო ვადა იყოს, ვლადიმირ პუტინი მეზობლებსა და საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს", - ამის შესახებ კარნეგის ფონდში რუსეთის პროგრამის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.

 

„საქართველო ჯერ ისევ დგას აგრესიული რუსეთის პირისპირ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ადგილი აქვს ადმინისტრაციული საზღვრის მოძრაობას და მავთულხლართების გადაადგილებას. ეს ძალზედ შემაშფოთებელია.

 

ჩვენ დასავლეთში ხშირად ვაკეთებთ ფოკუსირებას რუსეთის ქმედებებზე სირიაში. ამ დროს, საქართველო ჯერ ისევ დარტყმის და საფრთხის ქვეშაა. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი მოახდენს საქართველოს დესტაბილიზაციას უახლოეს მომავალში, თუმცა ის გააგრძელებს ზეწოლას თბილისზე. ეს ქართველი ხალხისთვის ძალზედ შემაშფოთებელია. საჭიროა, დასავლეთი უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდეს საქართველოსთან და იყოს მტკიცე საქართველოს მხარდაჭერაში ზეწოლასთან გამკლავებისას", - ამბობს პოლ სტრონსკი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner