logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია
- +

18 მარტი. 2018. 18:02



საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2018 წლის „რაგბი ევროპის" გამარჯვებულია.


ფინალურ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა რუმინეთის" ნაკრები ანგარიშით 25:12 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის" ტიტულთან ერთად საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ.


მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულეს გათამაშება.


სულ რუმინეთი დღემდე 21 შეხვედრიდან 11-ჯერ დავამარცხეთ, 9-ჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ლელოთა თანაფარდობა 34/30-ზეა ჩვენს სასარგებლოდ, ქულების - 392:356.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner