logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთში ღამის კლუბში მანქანა შევარდა, დაშავდა 13 ადამიანი
- +

18 მარტი. 2018. 20:24



გავრცელებული ცნობებით, დიდი ბრიტანეთში ღამის კლუბში მანქანა შევარდა, დაშავდა 13 ადამიანი. ინციდენტი კენტის საგრაფოში მდებარე ქალაქ გრეივსენდში გუშინ ღამით მოხდა, როდესაც კლუბში უამრავი სტუმარი იმყოფებოდა.


როგორც გამოძიება ამტკიცებს, 21 წლის მამაკაცს, რომელიც მანქანას მართავდა, მანამდე კლუბის დატოვება მოსთხოვეს, რის გამოც მან შურისძიება სცადა და კლუბში ავტომობილით შევარდა. პოლიციამ დამანაშავე დააკავა. მას მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი.


დაშავებულთა უმეტესობას სხვადასხვა სიმძიმის მოტეხილობა აღენიშნება. შვიდი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner