საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თაზო დარჩიძე ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მეგობრებო, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირებისას არ იქნა გათვალისწინებული ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
მინდა აღვნიშნო, რომ ბოტანიკური ბაღის საერთო ფართობი შეადგენს 97 ჰექტარს, აქედან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 2007 წელს, მინიჭებული აქვს ტერიტორიის ნაწილს - 81 ჰა. ბოტანიკური ბაღის იმ აუთვისებელ ნაწილზე კი, რომელიც საზღვრის კორექტირების შედეგად გაიცვალა, არ ვრცელდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
გთხოვთ თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან, ნუ შეუწყობთ ხელს ბოტანიკური ბაღის პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას."- აღნიშნავს თაზო დარჩიძე.