სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს მოსახლეობას, მრევლს მოუწოდა, ყველამ სამგზის გაიმეოროს - „ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს".
„წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი არის სიყვარული. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვცეს სიყვარული და ღვთის წყალობა. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს", - ბრძანა პატრიარქმა.