რამდენიმე წლის წინ, ალბათ, რთულად თუ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო მსოფლიო ვარსკვლავების თავშეყრის ადგილად გადაიქცეოდა. როგორც ჩანს, ოცნებები ნამდვილად ხდება ამისთვის კი, მხოლოდ დრო და მოთმინებაა საჭირო.
რობი უილიამსისა და Maroon 5-ის საქართველოში ჩამოსვლის სიხარული ჯერ განელებულიც არ გვქონია და „თიბისი სტატუსმა" ყველზე ცხელი სეზონის, ყველაზე ცხელი მსოფლიო ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა.
შავი ზღვის საიუბილეო, მე-10 ჯაზფესტივალს ისეთი დონის მომღერლები ესტუმრებიან, როგორებიც არიან:
15 ივლისი - ქუინსი ჯონსი და გლობალ გამბო ოლ სტარსი
16 ივლისი - მაილს ელექტიკ ბენდი
17 ივლისი - ლორენ ჰილი
21 ივლისი - პროდიჯი
22 ივლისი - ჯეიმი კალუმი
23 ივლისი - ქრის ბრაუნი
24 ივლისი - მეისი გრეი