logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა ვინმე ჯოლოხავაზე სკანდალურ ვიდეოებს აქვეყნებს!
- +

19 მარტი. 2018. 01:40


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ე.წ. ცრუ მოწმის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ დროა, ყველაფერს აეხადოს ფარდა. ამის შესახებ ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ერთი კვირაა, მთელი ამბებია ატეხილი ცრუ მოწმე გოდერძი ჯოლოხავაზე. ვითმენ, ვითმენ, ველოდებოდი, რომ კომენტარს გააკეთებდნენ ისინი, ვინც ეს ჯოლოხავა საიდღანაც მოათრია და აპიარა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ხან წულუკიანს აბრალებენ, ხან თამაზაშვილს, ხან კბილაშვილს, ხან მერაბ ბაღათურიას. ხოდა, დროა, მოგსვათ ყველა ადგილზე!

 

2013 წლის დასაწყისია, ჯერ კიდევ „ობიექტივში" ვმუშაობ, ერთი დღეცაა, ჩემთან მოდის ერთი პოლიტპატიმარი, ირმა ინაშვილს ერთი სკანდალური რესპოდენტი უნდა მოვუყვანო, სასწაულებს ყვება ბაჩო ახალაიაზე, დავით საყვარელიძეზე, ციხეში როგორ აწამებდნენო. მე დიდად არც გამიმახვილებია ყურადღება, რადგან ასეთი ყოფილი პატიმრების რიგი იდგა იმ დროს, ტყუილ-მართალს რომ ყვებოდნენ. ხოდა, მეორე დღეს ატყდა თუ ატყდა, „ობიექტივში" ამბები - ეთერში დასვეს ეს სკანდალური ჯოლოხავა, ყვება და ყვება საოცრებებს. მახსოვს, ფოიეში ლიფტის გვერდით ვიდექი, ირმა ინაშვილი მოვიდა, სასწრაფოდ ეს ჯოლოხავა პროკურორ კბილაშვილს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უნდა მივუყვანო, რომ „დაცვის პროგრამაში" ჩასვან, არავინ მოკლასო. ეს ჯოლოხავა კი თვალებს ისე აპარპალებდა, ვატყობდი, რაღაც კარგი სულის არ იყო. ასეც აგიხდეთ ყველაფერი, ინაშვილიმა დარეკა წულუკიანთან, თავის ინიციატივით მიუყვანა ჯოლოხავა და შეახვედრა. მერე ცოტა ხანში მიწყნარდა ყველაფერი, სანამ ეს ჯოლოხავა ანი ნადარეიშვილთან არ გავარდა და უცებ სხვა „აღსარება" ჩააბარა - ინაშვილმა მაიძულა, ცრუ ჩვენება მიმეცა ბაჩო ახალაიაზეო.

 

მოკლედ, ანიმ იწივლა და იკივლა სოციალურ ქსელში და ტელევიზიით, გავიდა დრო და ეს ჯოლოხავა ისევ "ობიექტივში" მივარდა ინაშვილთან - ნადარეიშვილმა შემაშინა, ფულიც გადამიხადა, ჩამკეტეს სადღაც ოთახში და მაიძულეს მეთქვა, რომ ვტყუოდიო. ეს ინტერვიუები არსებობს და მოიძიეთ ინტერნეტში. მას მერე არავინ გაკარებია ამ ცრუპენტელას და ოი, საოცრება, ორი კვირის წინ ზვიად კუპრავას მიაკითხა და აყვირდა: მე ვარ ცრუ მოწმე, მაიძულებდნენ, რომ ჩვენებები მეცვალაო. ხოდა, ერთი კვირაა წერს და წერს პროკურტურაში ჩვენებებს. აქეთ კუპრავა ყვირის - დაიცავით მისი სიცოცხლეო. ფაქტი კი ერთია, ამ მთელ ვაკხანალიაში მთავარი და მთავარი ის პოლიტპატიმარია, ვინც ინაშვილს ჯოლოხავა მიუყვანა. ჯერ მის გვარს არ ვასახელებ, მის სინდისზე იყოს. არც წულუკიანი, არც სხვა გვარები აქ არაფერ შუაშია,ეს კაცი ირმა ინაშვილის თხოვნით მიიღო თეა წულუკიანმა! იმედია, ამას თავად მოყვებიან "ჩემი ყოფილი თანამებრძოლები"!" - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner