„რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფინალური შეხვედრის შემდეგ, პირველი არხის ფოტოკორესპონდენტმა გამარჯვებული ბორჯღალოსნების სიხარული ფოტოზე აღბეჭდა. სახალისო კადრი ქართველი მორაგბეების დაჯილდოებისას არის გადაღებული.
ბორჯღალოსნებმა რუმინეთი 25:16 დაამარცხეს, რითაც რაგბის ევროპის ჩემპიონატისა და „წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის" თასები დაიბრუნეს.