logo_geo
eng_logo
ჯონ მაკკეინი: რუსმა ხალხმა იცის, რომ პუტინის პრეტენზია ძალაუფლებაზე უსაფუძვლოა
- +

19 მარტი. 2018. 10:55




ამერიკელი „რესპუბლიკელი" სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ის, რომ პუტინს ასეთი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა, რათა ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი ყოფილიყო, მოწმობს, რომ რუსმა ხალხმა იცის, პუტინის პრეტენზია ძალაუფლებაზე - უსაფუძვლოა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფლების მოყვარე ყველა რუსს", - წერს ჯონ მაკკეინი „Twitter"-ზე.


ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.65% დააგროვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner