ამერიკელი „რესპუბლიკელი" სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ის, რომ პუტინს ასეთი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა, რათა ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი ყოფილიყო, მოწმობს, რომ რუსმა ხალხმა იცის, პუტინის პრეტენზია ძალაუფლებაზე - უსაფუძვლოა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფლების მოყვარე ყველა რუსს", - წერს ჯონ მაკკეინი „Twitter"-ზე.
ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.65% დააგროვა.