logo_geo
eng_logo
ანდრეს მამიკინსი: ქართველი კრიმინალების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს
- +

19 მარტი. 2018. 11:49



ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა აქვთ.


„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირის საბჭოში ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს განვიხილავდით, საფრანგეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია ასეთი იყო - ევროკავშირში უამრავი ქართული კრიმინალური დაჯგუფებაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ტყუილია და შემიძლია გითხრათ, რატომ: პირველ რიგში, ისინი ძველ სტატისტიკას იყენებენ და მეორე, ამ სტატისტიკას ქართული გვარების მიხედვით თვლიან. ანუ ძალიან დიდი ნაწილი იმ პირებისა, რომლებსაც ქართული გვარი აქვთ და ფრანგები ქართველ კრიმინალებად თვლიან, რუსეთის მოქალაქეები არიან. უვიზო რეჟიმი ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან შემოვიღეთ და არა რუსეთის მოქალაქეებთან. ამას დაუმატეთ გვარის შეცვლის პრაქტიკა და მიხვდებით, რამდენად „გაბუქებულია" ისტორია ევროკავშირში ქართული კრიმინალური ბანდების თარეშის შესახებ. იგივე ხდება შვედეთშიც. ამ საკითხის აქტუალურობა თვითონ შვედეთში მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიებით არის განპირობებული.
დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს. ყველაფერი სპეკულაციაა და იმ მიმდინარე პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მინისტრი ან ევროკომისიის წარმომადგენელი მიმართავს ხოლმე", - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner