საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივი საბჭოს წევრის მანჩო გიორგობიანის განცხადებით საზოგადოებაში უსამართლობის განცდამ აგრესია გაზარდა.
ამის შესახებ გიორგობიანმა გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა.
„არ ვარ აგრესიული ადამიანი... ამ ქვეყანაში ასეთი ზიზღი არსად არ იყო. თორნიკე გასვიანმა ვერ იპოვა სამართალი და ადამიანი სწორედ ამან გააღიზიანა. საზოგადოება უსამართლობის გამო ძალიან აგრესიული გახდა. მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, ვიცი როგორ ცხოვრობდნენ გლეხები და ა.შ. საზოგადოება ასეთი აგრესიული არასოდეს ყოფილა. ვინმე ვინმეს რამეს რომ დაუშავებდა, ის ადამიანი ხდებოდა თითით საჩვენებელი წლების განმავლობაში. 90-იანი წლების შემდეგ ყველაფერი აირია."- განაცხადა გორგობიანმა და ასევე აღნიშნა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას დებატებში პირისპირ დაჯდომა რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
„ნიკანორ მელიას რამდენჯერმე ვთხოვე, რომ დებატებში დამიჯდეს, თუმცა არ მობრძანდება."- განაცხადა გიორგობიანმა.