logo_geo
eng_logo
ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული გარდაიცვალა
- +

27 აპრილი. 2016. 23:01



ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ირაკლი ავტოავარიაში 9 ნოემბერს მოყვა, რის შედეგადაც ქალა- ტვინის ურთულესი დაზიანება მიიღო და 6 თვის განმავლობაში მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.


ავტოავარიის დღეს ირაკლის დედას და შეყვარებულს დაბადების დღე ჰქონდათ.


"დედამისის საყვარელი ყვავილები ქრიზანთმებია და ირაკლი მას ყოველ დაბადების დღეს, ამ ყვავილებით ხელში ულოცავდა. ამჯერადაც არ დავიწყებია დედა... მისი შეყვარებულიც 9 ნოემბერსაა დაბადებული და ორმაგად უხაროდა ამ დღის მოახლოება. აღარ იცოდა, რა ექნა. შარშან დღისით თუთისთან გაიქცა, საღამოს კი ოჯახში აღნიშნეს დედის იუბილე... როგორც ვიცი, ირაკლი ფულს

აგროვებდა, ოჯახის შექმნა უნდოდა. ახალგაზრდა წყვილი ცხადია, მომავალზე ფიქრობდა, რაღაცებს გეგმავდნენ... დედამ სითბო და სიყვარული არ დაიშურა მისთვის. ისინი ერთად რომ ნახოთ, გაოცდებით, იმდენად ტკბილი ურთიერთობა აქვთ. მან დედას ბევრი ლექსი მიუძღვნა, მაგრამ მათ შორის, ჩემი აზრით, ეს არის


გამორჩეული (გთავაზობთ ნაწყვეტს ლექსიდან. - ავტ.):

"შენ დამიბერდი, მუხლიც დაბერდა,

ვეღარ იტყუებ თავს, რომ იცხოვრებ.

ახლა ვდგავარ და გადასახედთან

შენი ცხოვრებით გზას მე ვისწორებ.

ახლა ვდგავარ და ვენდობი მიწას,

გინდ უცოდველი გულივით გასკდეს,

ვერ დაგაკრავენ კუბოზე ფიცარს,

ვერ გადაგწევენ უბრალოდ განზე!

რადგან წუხილი ასე დიდია..."

ყოველთვის სჯეროდათ ერთმანეთის. უსიტყვოდ უგებენ ერთურთს და არ მახსოვს, ოდესმე ერთი არასწორი სიტყვა ეთქვას ირაკლის დედისთვის. დედამ საოცარი შვილი გაზარდა..." - ასე ახასიათებდნენ ირაკლის ახლობლები ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner