logo_geo
eng_logo
ვაშინგტონი ფხენიანთან შესაძლო ომისთვის ემზადება
- +

19 მარტი. 2018. 16:47




აშშ-ის წყნარი ოკეანეს საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლის დევიდ ბერგერის თქმით, აშშ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარებისთვის შესაძლო ომისთვის მზადების დაწყებას გეგმავს.


მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დიპლომატიური მიდგომა შედეგის მომცემი არ იქნება.

 

„თუ დიპლომატიური მიდგომა არ გამოგვივა, პრობლემის სამხედრო გზით მოგვარების ალბათობა გაჩნდება. საჭიროა სწრაფი რეაგირებისთვის მუდმივად ვიყოთ მზად", - განაცხადა ბერგერმა.


ამასთანავე, სარდალმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე „დიპლომატიური წნეხის მოხდენა უნდა გაგრძელდეს".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner