logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე: მაპატიონ ვინც თავის თავზე მიიღებს, მაგრამ ეს ადამიანები ცუდად აღზრდილები არიან!
- +

27 აპრილი. 2016. 23:21



მომრერალი ირმა სოხაძე გადაცემა „პრიორიტეტში" საზოგადობაში აგრესიის გაზრდის შესახებ საუბრობს, თუმცა მიიჩნევს, რომ აგრესია არ გაიზარდა, არამედ სხვადასხვა პირობებმა ამ ყველაფერის გამოაშკარავებას შეუწყო ხელი.


„წუთში 18 გინებაა... აგრესია ყოველთვის იყო რაღაც ნაწილში. საზოგადოება არ გახდა უფრო აგრესიული, შესაძლებელია ცოტა უფრო პოლარიზდა რაღაც საკითხებში. ადრე არ იყო ისე შესამჩნევი, არ იყო სოციალური ქსელებ, დღეს ეს ყველაფერი უფრო საჯარო გახდა.

 

მეც მაინტერესებს, რატომ არიან ასეთი აგრესიულები. იმიტომ, რომ შენი აზრი შესაძლებელია მწყობრად ჩამოაყალიბო ყოველგვარი აგრესიის გარეშე.

 

მაპატიონ ახლა ვინც თავის თავზე მიიღებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები ან ცუდად აღზრდილები არიან, ან ფიქრობენ რომ რადიკალური ტონით უფრო კარგად მიაღწევენ მიზანს."- განაცხადა სოხაძემ. 


 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner