ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რელიგიურ ნიადაგზე მსოფლიოს უამრავი ომი და სისხლისღვრა ახსოვს... ამ მძიმე მარხვაში, ჟურნალისტის მიერ მკრეხელური ხუმრობა იესო ქრისტეზე მშვიდად რომ არ ჩაივლიდა, ეს ძალიან კარგად იცოდა „რუსთავი 2"-მა, მაგრამ პროვოკაცია მოაწყვეს სრულიად მართლმადიდებელი ერის წინააღმდეგ! ეს ასე არ დამთავრდება, გული მიგრძნობს. გაბუნიას უნდა აეკრძალოს ჟურნალისტური მოღვაწეობა!" - წერს ჯღარკავა.