logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს!
- +

19 მარტი. 2018. 21:51


 

„რუსეთი გამალებულ შეიარაღებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს", - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრაზე განაცხადა.


პუტინის თქმით, 2018-2019 წლებში რუსეთის თავდაცვით ხარჯებს შეამცირებს, რადგან მთავარი დანახარჯები შეიარაღების ძირითადი ტიპების განახლებას მოხმარდება.


„ჩვენ ყველაფერი გვაქვს რაც გვჭირდება და ამ კუთხით დაცულები ვართ. ამოცანებს გეგმის თანახმად განვახორციელებთ", - თქვა პუტინმა.


მან ყოფილ მეტოქეებს მოუწოდა, პარტიულ-ჯგუფური ინტერესები გვერდზე გადადონ და გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებზე ფოკუსირდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner