logo_geo
eng_logo
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 20 მარტს გადასცემენ
- +

19 მარტი. 2018. 23:54



ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 20 მარტს გადასცემენ. ეს ინფორმაცია Front News International-ს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ დაუდასტურა.


არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან - ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს.


23 თებერვალს დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი კიბეზე დაგორების შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მალევე კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner