logo_geo
eng_logo
მოზარდებით სავსე მანქანა ქუთაისთან ხეს შეეჯახა – მე-11 კლასელი გოგონა დაიღუპა!
- +

20 მარტი. 2018. 02:10


 

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარ ავტოავარიაში მეთერთმეტეკლასელი გოგონა დაიღუპა. ავტომობილი, რომელშიც ხუთი არასრულწლოვანი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მეთერთმეტე კლასელი გოგო გარდაიცვალა. ის ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.


ავარია საღამოს საათებში მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთი ბრიგადა გამოცხადდა. დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გამთენიისას გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა მიღებული.


დანარჩენი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაცია არ ვრცელდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner