„ეტყობა, ლომჯარია ჯერჯერობით ლეიტენანტია, უფრო მაღალი წოდება ვერ მიიღო და მას კაპიტანი გიგაური მართავს", - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას.
„ნინო ლომჯარია ეკა გიგაურის სმს-ებით იმართება ისევე, როგორც „ეს შენ გეხება". ეს ყველამ იცის. გიგაური დღეს თქვენს გადაცემაში სტუმრად იმიტომ არ მოვიდა, რომ იცოდა, ერთ-ერთი სტუმარი მეც ვიყავი. სასამართლოში არ მოდის, სადაც მე მიჩივლა, რომ საზოგადოებასა და მართლმსაჯულებას პასუხი გასცეს; მართლმსაჯულებას, საზოგადოებას ატყუებს, პასუხებს იქ არ იძლევა და როგორ ფიქრობთ, პირდაპირ ეთერში დაჯდება?! აქ არც ლომჯარია მოვა, რადგან საპასუხო არაფერი აქვს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.