საქართველოს მეექვსემემილიონე ტურისტმა ჯასპერ ბლექმა, რომელსაც თავის დროზე საოცარი მასპინძლობა გაუწიეს ჩვენს ქვეყანაში, გუდაურში საბაგიროზე მომხდარ ინციდენტზე ტელეკომპანია ,,მაესტროს" ეთერში ისაუბრა.
„არ მგონია, რომ მომხდარს რაიმე სერიოზული შეიძლება მოჰყვეს, რადგან ამისგან დაზღვეული არც სხვა ქვეყნები არიან. ეს ერთგვარი საფრთხეა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს, მიუხედავად ქვეყნის ინფრასტრუქტურული დონის განვითარებისა. არ მგონია, ამან გავლენა მოახდინოს იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და გუდაურში მოგზაურობა უყვართ", - განაცხადა ბლექმა.