ავტორი ანა ნონიკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. რას ფიქრობს საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის გარკვევას „რეპორტიორი" შეეცადა.
ნიკა წასიძე, სტუდენტი: „პრეზიდენტად და მთავრობაში ნამდვილად არ მივესალმები, იმიტომ რომ არ ვეთანხმები მის პოლიტიკას ცხრა წლის განმავლობაში".