logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
- +

20 მარტი. 2018. 10:55



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ერთ - ერთი ინდივიდუალური მეწარმე,  სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შერევით, აწარმოებდა ვითომდა ნატურალურ ყავას, რომლის რეალიზაციას  საქართველოს მასშტაბით  არსებულ  სავაჭრო ობიექტებში ახდენდა.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner