logo_geo
eng_logo
სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოში“ განხორციელებულ ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
- +

20 მარტი. 2018. 11:36



ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ. ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო"-ში და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო"-ს კუთვნილ თანხას - 5055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


2018 წლის 25 იანვარს ზ.ფ.-ს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა.


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით, 4 თვის და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა   განუსაზღვრა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner