logo_geo
eng_logo
„დინამო არენას“ ტერიტორიაზე ავტომობილში აღმოჩენილ ნივთთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
- +

20 მარტი. 2018. 11:56



შინაგან საქმეთა სამინისტრო „დინამო არენას" ტერიტორიაზე ავტომობილში აღმოჩენილი ნივთის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში გუშინ, 21:06 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ „დინამო არენას" ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ უცხო ნივთი შენიშნა.

 

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები.

 

ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდება. პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას  გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner