logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ქმედებების დრო დადგა!
- +

20 მარტი. 2018. 12:28


 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების მიმართ სასჯელის გამკაცრების, მათ შორის სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.


„თუ ნარკომოვაჭრეებთან მიმართებაში უფრო მკაცრები არ ვიქნებით, უბრალოდ დროს დავკარგავთ. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმკაცრე სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს. ქმედებების დრო დადგა და ბოლო უნდა მოეღოს ნარკოტიკების გავრცელების საკითხზე მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით საუბარს. ზოგიერთი ნარკომოვაჭრე ათასობით ადამიანს კლავს და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს. მათ იჭერენ, ისინი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას იხდიან, ხოლო თუ თქვენ ერთ ადამიანს მოკლავთ, თქვენ სიკვდილით დაგსჯიან ან ცხოვრების დარჩენილ დროს ციხეში გაატარებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატში სიტყვით გამოსვლისას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner