საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2-თან„ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. რას ფიქრობს საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის გარკვევას „რეპორტიორი" შეეცადა.
ემზარ ჯაფარიძე, სამხატვრო აკადემიის პროფესორი: „მოხარული ვიქნები, თუ დაბრუნდება. შეიძლება, არ იყოს პრეზიდენტი, მაგრამ იყოს სხვა რაღაც ხელმძღვანელი პირი. იმიტომ, რომ მაგარი ხელმძღვანელობა შეუძლია".