logo_geo
eng_logo
21 მარტს ნინო კვაჭანტირაძის „ერთი წლის ფეისბუკური დღიურების“ წარდგინება გაიმართება
- +

20 მარტი. 2018. 14:54


 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 21 მარტს, 18:00 საათზე, ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის „ერთი წლის ფეისბუკური დღიურების" წარდგინება გაიმართება.


პროექტის ავტორია მანანა კარტოზი, რედაქტორ-შემდგენელი ელზა ნაბახტეველი, გამშვები რედაქტორი დიმიტრი ბენაშვილი, დიზაინერ-დამკაბადონებელი ირაკლი ჯაველიძე. კრებულის გარეკანის ფოტოს ავტორი, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირია.


„ნინო კვაჭანტირაძის სტატუსები „facebook"-ზე ჩვენი ეპოქის სულისკვეთების ღრმა ანაბეჭდებია. მოვიწადინეთ ბეჭდური სახით მოგვეყარა თავი ვირტუალურ სამყაროში გაბნეული მისი მარგალიტებისთვის. ჩვენ გვგონია, ნინომ დაიმსახურა ასეთი ჯილდო. ამას facebook-მრიცხველებიც ადასტურებენ: მას ხომ რეკორდული ლაიქები მიუღია, მისი სტატუსები იმდენჯერ არის გაზიარებული, თითოეულ „მიმთვისებელს" საფასურად ერთი ლარი რომ დაეტოვებინა, ნინოს უზრუნველი სიბერე ექნებოდა", - წერს კრებულის ავტორი მანანა კარტოზია წიგნის წინასიტყვაობაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner