თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს დიდი ოდენობით იარაღი მიაწოდეს.
„თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, აშშ-მ პატივი უნდა გვცეს და შეწყვიტოს ჩვენი მოტყუება. აშშ-მ სირიაში იარაღით დატვირთული 5 000 სატვირთო ავტომობილი და საბრძოლო მასალით სავსე 2 000 კონტეინერი გააგზავნა. ესე იგი, ჩვენს მოთხოვნაზე უარით გაგვისტუმრეთ, ტერორისტულ დაჯგუფებები კი შეიარაღებით მოამარაგეთ. რომელ პარტნიორობაზე შეიძლება იყოს საუბარი?" - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.