logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ამერიკამ ტერორისტებს იარაღით სავსე 5 000 სატვირთო ავტომობილი გაუგზავნა
- +

20 მარტი. 2018. 15:16



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს დიდი ოდენობით იარაღი მიაწოდეს.


„თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, აშშ-მ პატივი უნდა გვცეს და შეწყვიტოს ჩვენი მოტყუება. აშშ-მ სირიაში იარაღით დატვირთული 5 000 სატვირთო ავტომობილი და საბრძოლო მასალით სავსე 2 000 კონტეინერი გააგზავნა. ესე იგი, ჩვენს მოთხოვნაზე უარით გაგვისტუმრეთ, ტერორისტულ დაჯგუფებები კი შეიარაღებით მოამარაგეთ. რომელ პარტნიორობაზე შეიძლება იყოს საუბარი?" - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner