ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი NATO-ს მოკავშირეების გაყოფის მცდელობას გააგრძელებს.
„NATO-ს მიდგომა რუსეთისადმი გადამწყვეტი, თავდაცვითი და თანაზომიერია. ის მოიცავს შეკავებასა და თავდაცვას შინაარსიანი დიალოგისთვის მზადყოფნით. რუსეთი მომავალშიც ეცდება ჩვენს დაყოფას. თუმცა NATO-ს მოკავშირეები ერთიანები არიან და ჩვენ სოლიდარული ვართ დიდი ბრიტანეთის მიმართ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ნივთიერება „ნოვიჩოკის" შესახებ ინფორმაცია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიაწოდოს.