logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი NATO-ს მოკავშირეების გაყოფის მცდელობას გააგრძელებს
- +

20 მარტი. 2018. 15:34



ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი NATO-ს მოკავშირეების გაყოფის მცდელობას გააგრძელებს.

 

„NATO-ს მიდგომა რუსეთისადმი გადამწყვეტი, თავდაცვითი და თანაზომიერია. ის მოიცავს შეკავებასა და თავდაცვას შინაარსიანი დიალოგისთვის მზადყოფნით. რუსეთი მომავალშიც ეცდება ჩვენს დაყოფას. თუმცა NATO-ს მოკავშირეები ერთიანები არიან და ჩვენ სოლიდარული ვართ დიდი ბრიტანეთის მიმართ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ნივთიერება „ნოვიჩოკის" შესახებ ინფორმაცია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიაწოდოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner