logo_geo
eng_logo
დევნილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი 53 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა
- +

20 მარტი. 2018. 16:23



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები დაათვალიერეს. 



სოზარ სუბარი ზუგდიდში, იუსტიციის სახლში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრო.



2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს შეუსყიდა.



ეკომიგრანტი ოჯახები, 25 000 ლარის ფარგლებში, სახლებს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ. კერძო სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.



სახელმწიფომ, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა.



2018 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად, იგეგმება კიდევ 445 ოჯახის განსახლება, ამ ეტაპზე, 70-მდე სახლი უკვე შესყიდულია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner