ავტორი ანა ნონიკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"- თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. რას ფიქრობს საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის გარკვევას „რეპორტიორი" შეეცადა.
ნანა ენაგელი, პენსიონერი: „ბევრი რაღაც გააკეთა მან, მაგრამ მერე ისე გაუვიდათ თავს, რომ ანტიპათია დაიმსახურეს საზოგადოებაში. მისი ქვეყანაა და რომ დაბრუნდეს, ამაში ცუდი არაფერია, გააჩნია, მერე რას იფიქრებს და რას გააკეთებს".